სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე სამსახურების წარმომადგენლებმა წარადგინეს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე, უახლოესი პერიოდის გეგმები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მზადყოფნაზე.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.


