სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვირიში-ცხუკუშერი-ნაკურალეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვირიში-ცხუკუშერი-ნაკურალეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი, ნაკურალეშის თემის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გუგავა.
საავტომობილო გზაზე მოეწყო სანიაღვრე არხები, ცხაურები, მოიხრეშა გზის სავალი ნაწილი, მცირე ნაწილზე მოეწყო ბეტონის საფარი. ასევე, სოფელ ღვირიშში განხორციელდა წყაროს გადახურვის სამუშაოები.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამური ღირებულება 31 723 ლარს შეადგენს.

სიახლეები