სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ჭაბუკი ჭაბუკიანი სოფელ ქულბაქში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ჭაბუკი ჭაბუკიანი სოფელ ქულბაქში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
დასრულებულ სამუშაოებს, მერთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი გაეცნენ.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება 76 601 ლარს შეადგენს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

სიახლეები