სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 14 ნოემბერს შემოვიდა ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის“ პროექტი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის“ პროექტის განხილვა და შენიშვნების წარმოდგენა:
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 91-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის“ პროექტის შესახებ კომისიის დასკვნები და წინადადებები არაუგვიანეს 25 ნოემბრისა გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის“ პროექტის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადაა 2025 წლის 24 ნოემბერი.
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის“ პროექტი ატვირთულია ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ვებ-გვერდზე https://tsageri.gov.ge/, ასევე განთავსებულია საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე.
მისამართი: ქალაქი ცაგერი, რუსთაველის ქუჩა № 65


