სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 21 ნოემბერს საკრებულოს  ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის # 1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

შენიშვნების არსებობის შემთხვევაში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 ნოემბერს რეაგირების მიზნით გადაეგზავნება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

 


სიახლეები