სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 21 ნოემბერს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე გიორგი გუგავა.
სხდომის წევრებს საბიუჯეტო პარამეტრები და ყველა დეტალური ინფორმაცია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან კოპალიანმა გააცნო.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის # 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
შენიშვნების არსებობის შემთხვევაში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 ნოემბერს რეაგირების მიზნით გადაეგზავნება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას.


