სიახლეები
8 აგვისტოს პატივი მიაგეს ომში დაღუპული ლეჩხუმელის ზურაბ ეფაძის ხსოვნას
ცაგერის მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ლეჩხუმელის ზურაბ ეფაძის ხსოვნას.
გმირის საფლავი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტის საზოგადოების წარმომადგენლებმა.


