სიახლეები

„პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის" მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგები

31 ივლისს „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის" მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგები სამ ეტაპად:
„პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“ - მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის (მერი და მოადგილეები) და საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატებისთვის. ტრენინგი მოიცავს რამდენიმე მოდელს და პოლიტიკოსებს აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შეიქმნან ძლიერი პოლიტიკური იმიჯი, როგორ უნდა დაამყარონ სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან; როგორი უნდა იყოს ადგილობრივი ლიდერი და როგორი მენეჯმენტი უნდა აწარმოონ ორგანიზაციის (მუნიციპალიტეტის) მართვისას.
„ანგარიშის მომზადება და ეფექტური პრეზენტაცია“ - უპირველეს ყოვლისა იმ პირთათვის, ვინც მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშებს ამზადებს: მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს აპარატის უფროსი, პიარ-სამსახური და ასევე ის პირები, ვისაც პროექტებზე მუშაობა უწევს.
„პროექტების წერა“ - იმ პირთათვის, ვისაც სურს ისწავლოს პროექტების წერა და წარადგინოს სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაფინანსებლად.
ტრენინგებს უძღვებოდა ცენტრის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების ტრენერი თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე,რომელმაც დასასრულს მსმენელებს გადასცა სერთიფიკატები.

სიახლეები