სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, არსებული გამოწვევები, მათი მოგვარების ეფექტური გზები და სხვა პრიორიტეტული საკითხები.
მერის მხრიდან ხაზი გაესვა საახალწლო დღესასწაულისთვის და დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ქალაქის სათანადო მომზადებას, ასევე, მოქალაქეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტის შესაბამისი გრაფიკით ხარისხიან მომსახურებას.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი.


