სიახლეები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარები მოინახულეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვასილ საღინაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მარიკა კოპალიანთან და მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან,დავით ჩაკვეტაძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარები მოინახულა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 26 პირს სურსათის პაკეტები გადასცეს, ადგილზე გაეცნენ არსებულ საჭიროებებს და ერთობლივად განიხილეს მათი გადაჭრის გზები.


