სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებისგან 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებისგან 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა და მათთან სამომავლო გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე და 2026 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის ახალ რეფორმას, ასევე ჯანდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.
პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების ეფექტური კომუნიკაცია, ერთიანი მუშაობის ფორმატი და მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება, რისთვისაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს უწყებათშორისი თანამშრომლობა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახურის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს კოორდინაციას და შემდგომი საქმიანობის ეფექტურობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი.


