სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ანგარიში მათ სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე. მათ შორის: მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ სოციალურ პროგრამებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე.
ჭაბუკი ჭაბუკიანმა ყურადღება გაამახვილა ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, ასევე, საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის სათანადო მოწესრიგებაზე და
კონკრეტული დავალებები მისცა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი.


