სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სოფელ ალპანაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სოფელ ალპანაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფელ ალპანაში, ცენტრალური გზიდან,,შხუდალას" სალოცავის მიმართულებით რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა იყო განსაზღვრული, დასრულების პროცესშია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე არხების, ცხაურების და საცხოვრებელი სახლების ეზოებთან მისასვლელების მოწყობის სამუშაოები, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების და მოთხოვნის გათვალისწინებით.
პროექტი,რომლის ღირებულება 196 000 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
შესრულებულ სამუშაოებს, მერთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი გაეცნენ.

სიახლეები