სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი სოფელ ორბელში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პროექტის ფარგლები მოეწყობა სათავე ნაგებობა,რეზერვუარი, საქლორატორო სისტემა, წყალსადენის შიდა გამანაწილებელი ქსელი.
პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად, სოფელ ორბელის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი სასმელი წყლით, რაც უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის სოფლად ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის.
მიმდინარე სამუშაოებს, მერთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი გაეცნენ.


