სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სოფელ ორბელში განხორციელებული გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სოფელ ორბელში განხორციელებული გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი, რომლიც ფარგლებშიც მოიხრეშა გზის სავალი ნაწილი და მოეწყო სანიაღვრე არხები, მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამით განხორციელდა.
სოფელ ორბელის ,,სუნანიერის" უბანი სოფლის ცენტრალურ ნაწილს საკმაოდ მოშორებულია, სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობა ცხოვრობს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული უბნის მცხოვრებლების მოთხოვნის გათვალისწინება და საავტომობილო გზის დროული შეკეთება.
შესრულებულ სამუშაოებს, მერთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი გაეცნენ.

სიახლეები