სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი კულტურის ცენტრში გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრის 125 წლის საიუბილეო საღამოს და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი კულტურის ცენტრში გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრის 125 წლის საიუბილეო საღამოს და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, დარეჯან საღინაძის რეჟისორობით, სპექტაკლის- ,,გზა სინათლისკენ" პრემიერა შედგა, რომელშიც თეატრის დასთან ერთად ლეჩხუმელი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გრიგოლ მდივნის სახელობის თეატრი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ცაგერის თეატრის სცენაზე წლების მანძილზე არაერთი საინტერესო სპექტაკლი და წარმოდგენა იმართებოდა. თეატრი ლეჩხუმის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და დღესაც წარმატებით აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, ონისე ჩაკვეტაძე.

სიახლეები