სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, აგრეთვე საახალწლოდ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, რაც განსაკუთრებით შეეხება სოფლებში არსებულ სასწავლო დაწესებულებებს.
მერის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თოვლიანი სეზონისთვის ქალაქ ცაგერის და თითოეული სოფლის მზადყოფნასთან დაკავშირებით. ხელმძღვანელი პირები გაეცნენ დაზუსტებულ ინფორმაციას გზებზე არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეებისთვის უამინდობის პერიოდში მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული გადაადგილების პრობლემა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

სიახლეები