სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე მოჭიდავე ცოტნე სილაგაძეს და მის მწვრთნელებს შეხვდა, რომელთაც თბილისში გამართულ ტურნირში გამარჯვება მიულოცა

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე მოჭიდავე ცოტნე სილაგაძეს და მის მწვრთნელებს შეხვდა, რომელთაც თბილისში გამართულ ტურნირში გამარჯვება მიულოცა.
ცაგერის სასპორტო სკოლასთან არსებული ჭიდაობის კლუბ „თაკვერის“ მოჭიდავემ ცოტნე სილაგაძემ, კლუბის სხვა წევრებთან ერთად, წარმატებით იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა.
წარმატებულ სპორტსმენს და მის მწვრთნელებს - მამუკა მახარობლიძეს და თორნიკე ბურჯალიანს გამარჯვება მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა.

სიახლეები