სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი ცაგერის კულტურის ცენტრში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი ცაგერის კულტურის ცენტრში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო,რომელიც ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ლეჩხუმის"ქორეოგრაფის, ბესარიონ ჩანქსელიანის ორგანიზებით და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ქორეოგრაფიული ანსამბლები-,,ლეჩხუმი" და ,,ახალი თაობა", კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები ,,სალაღობო", ,,მერდინი", ინდივიდუალური შემსრულებლები.
საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილეები- მარიკა კოპალიანი, ონისე ჩაკვეტაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი.


