სიახლეები

,,ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის" ცენტრის ორგანიზებით, ბავშვთა მფარველი წმინდა ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით ,სიხარულის ბარბარობა" გაიმარათა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანთან ერთად, ,,ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის" ცენტრის ორგანიზებით, ბავშვთა მფარველი წმინდა ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას -,,სიხარულის ბარბარობა" დაესწრო.
მუსიკალურ სტუდიაში, რომელიც ოთხი წელია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისთვის უფასოდ ფუნქციონირებს, ამჟამად 32 ბავშვია გაერთიანებული და მათ მუსიკას პედაგოგი იზა ხეცურიანი ასწავლით.
ღონისძიების ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე სვანიძემ, სტუდიის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, საბავშვო ღონისძიებას ესწრებოდა მერიის განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები