სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი , თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელს ლევან გვანცელაძეს და რეგიონულ მენეჯერს გია ისიანს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი , თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელს ლევან გვანცელაძეს და რეგიონულ მენეჯერს გია ისიანს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები,მათ შორის, ცაგერში თბილისის ,,დინამოს ‘’აკადემიის ფილიალის, საფეხბურთო კლუბ ,,ხვამლის’’ ბაზაზე დაფუძნების შესახებ.
სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია პროექტის მაღალეფექტიანობის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, მხარეები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


