სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია სფეროების მიხედვით, რომელიც შეეხებოდა სოციალურ პროგრამებს, კულტურულ ღონისძიებებს,ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
 ჭაბუკი ჭაბუკიანმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხიანად და ვადების დაცვით შესრულების მნიშვნელობას, ასევე, შეხვედრაზე კვლავ აქტუალური თემა იყო ზამთრის სეზონისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მზადყოფნის მნიშვნელობა.
კულტურის სამსახურმა მიიღო კონკრეტული დავალებები ცენტრალურ საახალწლო ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი.

სიახლეები