სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვასილ საღინაძესთან ერთად, სოფელ ლასხანაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვასილ საღინაძესთან ერთად, სოფელ ლასხანაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფელ ლასხანაში ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგება, აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, გაბიონების, საყრდენი კედლების, ეზოებში მისასვლელების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს, პირველ პირებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი გაეცნენ.
სამუშაოები, რომლის ღირებულება 1376450 ლარია,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


