სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მუნიციპალიტეტების მერებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მიმდინარე წელს განხორციელებულ საქმიანობებთან დაკავშირებით, შეჯამდა 2025 წელს მხარეში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების საკითხი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ფონდებიდან 65 748 320 ლარი დაიხარჯა.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების საკითხს, რომელიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას.
სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა დოკუმენტის შედგენის პროცესში ხელმძღვანელი პირების აქტიურ ჩართულობას.
‘’ჩვენი მთავარი ამოცანაა 2026 წელი იყოს, კიდევ უფრო, ნაყოფიერი რეგიონში შემავალი თითოეული მუნიციპალიტეტისათვის, ამისათვის აუცილებელია, რომ კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ახალ, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა, აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ამის პარალელურად ვიზრუნოთ რეგიონის პოტენციალის სრულად და სწორად გამოყენებისთვის’’,-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ
სამუშაო შეხვედრას, რომელიც რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი ესწრებოდნენ.


