სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი მოინახულა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და ნაკურელეშის თემის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი გუგავასთან ერთად, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი მოინახულა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ცხუკუშერში, ზურაბ ციბაძის ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ოჯახის უმცროს წევრს, დაწყებითი სკოლის ერთადერთ მოსწავლე ბუბა ციბაძეს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახების საჭიროებებს გაეცნენ და მათ თანადგომას დაჰპირდნენ. ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის მერიისგან საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

სიახლეები