სიახლეები
ახალი წლის დღეები იწყება!
ახალი წლის დღეები იწყება!
25 დეკემბერს, 18:00 საათზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი.
• 14:00-19:00 საათი– საახალწლო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
•16:00 საათი- თოვლის ბაბუის სახლი, ფოტო კუთხე, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა დაარიგებს საჩუქრებს;
•16:30 საათი- ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი;
•18:00 საათი- გალა კონცერტის დასაწყისი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი,ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, კახა კუხიანიძე და გუფილენდი, თბილისური კვარტეტი.
•18:10 საათი -ნაძვის ხის ანთება;
•19:40 საათი- ფოიერვერკი;
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!


