სიახლეები

ქალაქ ცაგერში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ქალაქ ცაგერში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნახვის ხე.
ღონისძიებაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ, საახალწლო საჩუქრებით დააჯილდოვეს სხვადასხვა სფეროში დამსახურებული და წარმატებული მოქალაქეები.
მსმენელის წინაშე წარდგნენ ცაგერის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
საღამო გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება, რომელიც მთელი დღის მანძილზე მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობდა საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით განხორციელდა.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

სიახლეები