სიახლეები

ქვეყნის მაშტაბით ხორციელდება პროექტი ,,გმირის დღე’’

საქართველოს პარლამენტის ბავშთა და ქალთა უფლებების დაცვის საპარლამენტო დროებითი კომისიის ინიციატივით, რომელსაც მარიამ ლაშხი ხელმძღვანელობს, ქვეყნის მაშტაბით ხორციელდება პროექტი ,,გმირის დღე’’.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მორიგი ღონისძიება, ლაჯანის საჯარო სკოლის ახალგაზრდული სივრცის დარბაზში, სადაც
პრეზენტაცია წარადგინა სკოლის პედაგოგმა დარიკო ფრუიძემ, წაიკითხა ლექცია ჩვენი ეპოქის გმირის, სახელოვანი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი და მერიის განათლების, კულტურის ,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები