სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ქალაქ ცაგერში ცენტრალური გზების თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ქალაქ ცაგერში ცენტრალური გზების თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.
ადგილზე მობილიზებული ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ მოქალაქეებს.
სამუშაოები, საჭიროების მიხედვით, სოფლების მიმართულებით გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
ამ დროის მონაცემებით ელექტროენერგია არ მიეწოდება 3000 აბონენტს. "ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები მუშაობენ ელექტრომომარაგების აღსადგენად.
გზების წმენდის სამუშაოებს მერთან ერთად გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.

სიახლეები