სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა.
მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
აქტიურად იწმინდება მუნიციპალიტეტების ცენტრალური ქუჩები.
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - ონი, ცაგერი, ლენტეხი, ამ ეტაპისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მხოლოდ ქალაქ ამბროლაურში. ასევე დიდთოვლობიდან გამომდინარე, გადაადგილება გართულებულია შიდა სასოფლო გზებზე.
მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი:
ამბროლაური - 598 39 03 12; ონი - 599224842; ცაგერი - 551 40 31 40; ლენტეხი - 599 118 610;

სიახლეები