სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დილიდან დაიწყო შიდა სასოფლო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან-რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან ერთად, გზების წმენდის სამუშაოებს დილიდან ეცნობა.
ამ დროის მონაცემებით, გაწმენდილია ცაგერი-ორბელის უღელტეხილი, ტექნიკა მუშაობს ქალაქ ცაგერსა და მუნიციპალიტეტის 14 სოფელში, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ქალაქ ცაგერსა და რამდენიმე სოფელში. 6000 აბონენტს ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს ელექტრომომარაგება.
,,ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები მუშაობენ სხვადასხვა ლოკაციაზე ელექტრომომარაგების აღსადგენად.
ტექნიკა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას
სხვა სოფლების მიმართულებით და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

სიახლეები