სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ქალაქ ცაგერსა და სოფელ ლაჯანაში უფასო სასადილოს ეწვია
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან-რევაზ ახვლედიანთან, მამუკა ლეთოდიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, ქალაქ ცაგერსა და სოფელ ლაჯანაში უფასო სასადილოს ეწვია.
ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სასადილოები ცაგერსა და ლაჯანაში 98 ბენეფიციარს უმასპინძლდება.


