სიახლეები

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერში მორიგე სამსახურებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერში მორიგე სამსახურებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილეებმა რევაზ ახვლედიანმა, მამუკა ლეთოდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ და მოადგილემ-მარიკა კოპალიანმა ახალი წელი იმ ორგანიზაციების მორიგე ჯგუფებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მათ შორის, საავადმყოფოს, სასწრაფო დახმარების ცენტრის, პოლიციის, სახანძრო- სამაშველო სამსახურის მორიგე თანამშრომლებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს აღნიშნული დაწესებულებების წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის, წარმატებული საქმიანობა უსურვეს და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სიახლეები