სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში დილიდან განახლდა შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში დილიდან განახლდა შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან ერთად, გზების წმენდის სამუშაოებს დილიდან ეცნობა.
სტიქიის შედეგად ამ დროის მონაცემებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში შუქი არ მიეწოდება 58 სოფელს.
შიდა სასოფლო გზა ჩაკეტილი აქვს 52 სოფელს.
ტექნიკა მუშაობს ქალაქ ცაგერსა და 7 სოფელში, აქტიურად იწმინდება ცაგერი-ორბელის უღელტეხილიც.
,,ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები მუშაობენ სხვადასხვა დაზიანებულ ლოკაციებზე ელექტრომომარაგების აღსადგენად.
ტექნიკა ეტაპობრივად აქტიურად გააგრძელებს მუშაობას
სხვა სოფლების მიმართულებით და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

სიახლეები