სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოებს გაეცნო

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოებს გაეცნო.
 აქტიურ რეჟიმში გრძელდება შიდა სასოფლო მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის პროცესი, გაწმენდილია 26 სოფლის საავტომობილო გზა.
,,ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა დაზიანებულ ლოკაციებზე ელექტრომომარაგების აღსადგენად. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს 3 სოფელს.
 თოვლის წმენდის პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად ყველა პრობლემურ მონაკვეთს სრულად მოიცავს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს მიმოსვლა და ელექტრომომარაგება.

სიახლეები