სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი რთული მდგომარეობის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი გზების წმენდის სამუშაოებს დილიდან ეცნობიან.
ამ დროის მონაცემებით გზა გაწმენდილია ქალაქ ცაგერსა და 32 სოფელში.
,,ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები მუშაობენ სხვადასხვა დაზიანებულ ლოკაციებზე ელექტრომომარაგების აღსადგენად. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა 2 სოფელი.
ტექნიკა ეტაპობრივად აქტიურად გააგრძელებს მუშაობას
სხვა სოფლების მიმართულებით და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

სიახლეები