სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი გზების წმენდის პროცესში დილიდან არიან ჩართული.
ამ დროის მონაცემებით გზა გაწმენდილია ქალაქ ცაგერსა და 43 სოფელში.
,,ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფების მუშაობის შედეგად ელექტროენერგია აღდგენილია, ქალაქ ცაგერს და ყველა სოფელს უწყვეტად მიეწოდება.
ტექნიკა ეტაპობრივად აქტიურად გააგრძელებს მუშაობას
სხვა სოფლების მიმართულებით და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

სიახლეები