სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან ერთად ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში საშობაო ღონისძიებას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან-რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან ერთად, ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში საშობაო ღონისძიებას დაესწრო.
გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციები და ნომრები, შობა-ახალი წლის დადგომა მიულოცეს პედაგოგებს, მშობლებს, დამსწრე საზოგადოებას, მეუფე სტეფანეს კი ანგელოზის დღე მიულოცეს.
გიმნაზიის აღსაზრდელებს შობა- ახალი წლის დადგომა მიულოცეს ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სიახლეები