სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან 2026 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან 2026 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურულ-შემეცნებითი პროექტები შეაჯამა.
სამუშაო შეხვედრაზე სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მიმდინარე წლის სამუშაო გეგმა. თითოეული მათგანის პრიორიტეტები მოსახლეობის ინტერესებზე არის ორიენტირებული, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია ლეჩხუმისათვის.
ჭაბუკი ჭაბუკიანმა ახალი წლის დადგომა მიულოცა თითოეულ თანამშრომელს და წარმატებები უსურვა პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი.

სიახლეები