სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, სოფელ ჩქუმში უხუცეს შოთა სვანიძეს დაბადების დღე მიულოცა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, სოფელ ჩქუმში უხუცეს შოთა სვანიძეს დაბადების დღე მიულოცა.
შოთა სვანიძე 94 წლის გახდა და ჩქუმ-ქულბაქში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია. მან ექვსი შვილი გაზარდა და ოთხი თაობის შთამომავლობა ჰყავს.
ბატონი შოთა წლების მანძილზე სოფელ ჩქუმში ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას, იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თავის სოფელში.
იუბილარს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საჩუქრები გადასცეს და ახალი წლის დადგომა მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად შოთა სვანიძეს დაბადების დღე მიულოცეს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესარიონ ჩანქსელიანმა და მერის რწმუნებულმა ნუგზარ მამარდაშვილმა.

სიახლეები