სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 20 იანვარს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქ. N64-ში მდებარე სამსართულიანი შენობის (ს/კ 89.03.25.297) პირველ სართულზე მდებარე ორი ოთახის-საერთო ფართით 35.00 კვ.მ პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილებისთვის გადაცემის შესახებ.
პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 26 იანვარს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2026 წლის 28 იანვარს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 28 იანვარს.


