სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, 2026 წლის 21 იანვარს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე გიორგი გუგავა.
კომისიის სხდომას ესწრებოდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.


