სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გუშინ, 2026 წლის 21 იანვარს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ.
სხდომას ესწრებოდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი.
მიღებულ იქნა დადგენილება:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.


