სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 26 იანვარს საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქ. N64-ში მდებარე სამსართულიანი შენობის (ს/კ 89.03.25.297) პირველ სართულზე მდებარე ორი ოთახის-საერთო ფართით 35.00 კვ.მ პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილებისთვის გადაცემის შესახებ.


