სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

2026 წლის 28 იანვარს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ვასილ საღინაძემ.

სხდომას ესწრებოდნენ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ხმელიძე.

 მიღებულ იქნა დადგენილება:

  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის # 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 მიღებულ იქნა განკარგულებები:

  •   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების  გეგმის დამტკიცების შესახებ.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქ. N64-ში მდებარე სამსართულიანი შენობის (ს/კ 89.03.25.297) პირველ სართულზე მდებარე ორი ოთახის-საერთო ფართით 35.00 კვ.მ პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილებისთვის გადაცემის შესახებ.


სიახლეები