სიახლეები
მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა MS.GOV.GE.
MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3(სამი) პლატფორმისგან:
მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge
საქართველოს ინტერაქტიული https://maps.municipal.gov.ge
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge
აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს:
მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული);
ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს.
ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს.


