სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა და ცაგერის მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ეფაძის საფლავი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს

2008 წლის აგვისტოში უმძიმესი დღეები გადაიტანა ჩვენმა სამშობლომ და ეს დღეები ,,აგვისტოს ომის" სახელით შევიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.მას შემდეგ 11 წელი გავიდა.
მაშინ,როდესაც რუსეთის ავიაცია ჩვენს თვალწინ კვეთდა საქართველოს საჰაერო სივრცეს,როდესაც დაზაფრული ადამიანები ხედავდნენ,როგორ იმატებდა ოკუპაციის საზღვრები,ქართველი ჯარისკაცები ჩვენი სიცოცხლის და სამშობლოს სადარაჯოზე უშიშრად იდგნენ.მათ შორის, ლეჩხუმელი ზურაბ ეფაძე...
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა,ლეჩხუმის საზოგადოების წარმომადგენლებმა,ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ზურაბ ეფაძის საფლავი.პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

სიახლეები