სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა წარმოადგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე, მიმდინარე წლის სამუშაო გეგმა და პრიორიტეტები.
სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა საბავშვო ბაღების მზადყოფნას სასწავლო პროცესის განახლებისთვის. ასევე, ისაუბრეს ბაღების აკრედიტაციის საკითხზე, რომელიც მიმდინარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების დირექტორები, რომლებმაც წარმოადგინეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე, ზოგად მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი.


