სიახლეები
ქალაქ ცაგერში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები
ქალაქ ცაგერში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები- რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი გზების წმენდის სამუშაოებს დილიდან ეცნობიან.
ამ დროის მონაცემებით ცაგერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
,,ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები მუშაობენ დაზიანებულ ლოკაციებზე ელექტრომომარაგების აღსადგენად.
საჭიროების მიხედვით, ტექნიკა გააგრძელებს მუშაობას სოფლების მიმართულებით და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.


