სიახლეები

ლეჩხუმში ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა

ლეჩხუმში ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა.
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა დეკანოზმა- მამა გიორგიმ(მდივანი).
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში გადაინაცვლა, სადაც წყალკურთხევის, ნათლობის და განბანის რიტუალები აღასრულა მამა ილარიონმა.
 სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები- რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი.
ნათლისღების მადლი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!

სიახლეები